საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდ 19-ის მთავარი წყარო რუსეთიდან დაბრუნებული ადამიანები არიან

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ცხინვალში კორონა ვირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული პაციენტების უმეტესობას კოვიდ 19 საკარანტინო ზონაში ყოფნისას გამოუვლინდა. ოკუპირებული რეგიონის მთავარი სანიტარის თქმით, პაციენტები მედიკოსების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.  

კორონა ვირუსის 36 შემთხვევა ფიქსირდება საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში. აფხაზეთში, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კოვიდ 19 27-მა პაციენტმა დაამარცხა, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყარო რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი