ომიკრონის გავრცელების გამო, მსოფლიოში ათასობით საჰაერო რეისი გაუქმდა

გამოქვეყნდა:

1 იანვარს ომიკრონის შტამის რაოდენობის ზრდის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით საჰაერო რეისი გაუქმდა. ინფორმაციას ვებგვერდი Flightaware.com ავრცელებს და წერს, რომ 1 იანვარს დღის მეორე ნახევრამდე პერიოდში 4 600 რეისი გაუქმდა, საიდანაც ნახევარი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა. 

ანალოგიური ვითარება იყო შობის პერიოდშიც, თუმცა, 25 დეკემბერს ვითარება შედარებით სწრაფად გაუმჯობესდა. 

ჯანდაცვის სამსახურების თანახმად, ახლა ომიკრონით ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე პანდემიის დასაწყის პერიოდში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი