აფეთქება ბათუმში - თევზის ბაზარში სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ

გამოქვეყნდა:

აფეთქება ბათუმში - თევზის ბაზარში სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. აფეთქების შედეგად თევზის რესტორანიც დაზიანდა, სადაც კედლები ჩამოინგრა.

ადგილზე ასევე იმყოფებიან "სოკარის" წარმომადგენლები, მაგრამ აფეთქების ადგილთან მიახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მათ ექსპერტ-კრიმინალისტებისგან ობიექტის შემოწმების ნებართვა ჯერ არ მიუღიათ. 

ზუსტად ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მოვიდეს უნდა შესაბამისი სამსახურები, შეისწავლონ და შემდეგ მოგვცემენ უფლებას შევისწავლოთ, თუ რა ხდებოდა მანდ, - ამბობს სოკარის წარმომადგენელი ანტონ ბარამიძე

ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა, პირველადი ვერსიით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 

რესტორნის პერსონალის თქმთ, ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა, რომელიც ინციდენტამდე ნახევარი საათით წავიდა სახლში. 

ინციდენტის ირგვლივ გამოძიება სისხლის სამართილს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი