შვებულება არა, იციანო, [ფული] ახლა უნდა მომცენ | მობილიზებაა ბათუმში, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე წამოსასვლელად

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში მობილიზებაა ბათუმის სტადიონთან, სადაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით აჭარიდან თბილისში, "ქართული ოცნების" აქციაზე მომავალი ხალხი იკრიბება. ხელისუფლების მხარდამჭერებმა შეკრება დილის 7 საათიდან დაიწყეს. 

აქცია რუსული კანონის მხარდასაჭერად თბილისში, რუსთაველის გამზირზე საღამოს უნდა გაიმართოს. პარალელურად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს რუსულ კანონს.

ბათუმში შეკრებილები არიან საჯარო სამსახურში დასაქმებულები. ერთ-ერთი მოქალაქე მედიასთან ამბობს:

- საჯარო სამსახურში მუშაობთ?

- კი. ოცნების ქალაქში.

- რაზე მუშაობთ?

- ზედამხედველი ვარ.

- შვებულება დაწერეთ?

- შვებულება არა, იციანო... მითხრეს სტადიონთან მოდიო.

- ფული მოგცეს?

- არა, ახლა უნდა მომცენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი