რუსთავში, ქარხანა "რუსელოისში" კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 2 იანვარს მოხდა.
44 წლამდე კაცი სილიკონ-მარგანეცის ქარხანის თანამშრომელი იყო. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მას ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და რეზერვუარში ჩავარდა.
რეზერვუარიდან ცხედრის ამოყვანა მაშველებმა დაახლოებით 1 საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შრომის დაცვის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.