დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის" 147 შემთხვევა.
რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 2 789 ადამიანი გამოჯანმრთელდა.