მკვლელობა ახალი წლის ღამეს - გორის ერთ-ერთ სოფელში, ძმამ ტყუპისცალი მოკლა

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძმამ ტყუპისცალი ძმა ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა 1 იანვრის ღამეს მოხდა.

მოტივი უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში,ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი