სინოვაკით აცრილებს, შესაძლოა, ბუსტერის ორი დოზა დასჭირდეთ - კვლევა

გამოქვეყნდა:

კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო, ჩინური წარმოების ვაქცინა, Sinovac-ით აცრილებისთვის Pfizer-ის ბუსტერ დოზის დამატება ომიკრონისგან დასაცავად საკმარისი არ არის.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის ინფორმაციით, ომიკრონისგან დასაცავად სინოვაკის ვაქცინით აცრილებს, შესაძლოა, ორი ბუსტერ დოზა დასჭირდეთ.

კვლევა, რომელიც ჯერ არ არის განხილული, იელის უნივერსიტეტის, დომინიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა ინსტიტუტების მკვლევარებმა ჩაატარეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი