კორონავირუსით ერთი თვის ჩვილი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში ზუგდიდიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა.

შემთხვევა 5 დღის მოხდა.

15 დღის განმავლობაში ბავშვი რეანიმაციაში, აპარატზე იყო შეერთებული. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ბავშვს ინფექცია, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისგან გადაედო, რომლებიც ასევე, ინფიცირებულები იყვნენ, თუმცა გამოჯანმრთელდნენ.

რაც შეეხება სამეგრელოს მონაცემებს - რუხის კლინიკაში 281 საშუალო სიმძიმის პაციენტია მოთავსებული, 18-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 160 შემთხვევა გამოვლინდა. 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი