"დარჩით სახლში..." | დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მიმართავს
გამოქვეყნდა:
სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით NCDC განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ამ პერიოდში COVID19-ის გავრცელების რისკი კიდევ უფრო იზრდება.
როგორ გავატაროთ სადღესასწაულო დღეები უსაფრთხოდ - NCDC-ის რეკომენდაციები:
ატარეთ პირბადე და დაიცავით სულ მცირე 1 მეტრიანი დისტანცია
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით ან დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით
დარჩით სახლში, თუ გაქვთ რესპირაციული სიმპტომები ან დაგიდასტურდათ COVID-19
მოერიდეთ თავყრილობებს, განსაკუთრებით მოარიდეთ მაღალი რისკის მქონე ოჯახის წევრები; ხანდაზმულ ადამიანებთან სტუმრობისას ატარეთ პირადე და დაიცავით ფიზიკური დისტანცია
სადღესასწაულო პერიოდში ნივთების შეძენის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ონლაინ ყიდვებს
გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და პანდემიაზე მალე გამარჯვებას!