საქართველოში "ომიკრონის" 159 შემთხვევაა დადასტურებული

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, 4 იანვრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონის" 159 შემთხვევა. 

3 იანვარის შემდეგ "ომიკრონი" კიდევ 11 ადამიანს დაუდასტურდა. 

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის  3 436 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 32 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი