„დღეს დილის მონაცემებით დაფიქსირებული იყო „ომიკრონის“ 159 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს კვლევაში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ნიმუში როგორც ჩვენთან, ისე ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიაში. იქიდან დაემატა კიდევ დღის განმავლობაში „ომიკრონის“ 94 დადებითი შემთხვევა. სულ ახლა გვაქვს „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 253 შემთხვევა“
აცხადებს ამირან გამყრელიძე.