ყაზახეთში, არეულობების გამო, მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ 1.8 მლრდ დოლარი დაკარგა 

გამოქვეყნდა:

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ 1.8 მილიარდი დაკარგა.

Forbes Real Time billionaires-ის მიხედვით, ყაზახეთში მოღვაწე ბიზნესმენის ქონება ერთ დღეში 34.4%-ით შემცირდა და 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამ დროისთვის მიხეილ ლომთაძე Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში 966-ე ადგილს იკავებს. Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში კი უკვე რამდენიმე დღეა აღარ იძებნება.

ყაზახეთის აქციონერთა ასოციაციის ინფორმაციით მიმდინარე მოვლენების ფონზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალიზაციის მხრივ უმსხვილესი ყაზახური კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. 

"ყველაზე მეტად გაუფასურდა კომპანია Kaspi – 30%-ზე მეტით, მხოლოდ 5 იანვრის ვაჭრობის დღეს. 20%-ით გაუფასურდა Halyk bank" - წერია განცხადებაში.

ყაზახეთის „სახალხო ბანკს“ (Halyk bank) ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნაზარბაევის შვილი და მისი ქმარი აკონტროლებენ.

კომპანია Kaspi. kz-ს 23%-ს კი ლომთაძე აკონტროლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი