ყაზახეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. არეულობის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია ათობით ადამიანი, ზოგიერთი სააგენტოს ინფორმაციით კი გარდაცვლილთა რაოდენობა 350-ს აჭარბებს;
სამართალდამცავებმა 2 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ქვეყანაში კვლავ გათიშულია ინტერნეტი, რის გამოც ზუსტი ინფორმაციის მიღება რთულდება.
მოსკოვმა შუააზიურ ქვეყანაში სადესანტო ჯარების ნაწილები გადაისროლა და ეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით ახსნა.
ხელშეკრულების მონაწილე, ქვეყნების სიაში ყაზახეთისა და რუსეთის გარდა, ასევე შედიან სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, თუმცა ჯერ-ჯერობით ალმატიში მხოლოდ რუსული ჯარები შეიყვანეს;
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყირგიზეთმა საკუთარი ჯარის მეზობელ ქვეყანაში გაგზავნაზე უარი განაცხადა.