UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა. სიას დაემატა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. UNESCO-ს მონაცემების თანახმად, ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.
ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ის 11 ივლისს გარდაიცვლილი იპოვეს.
შსს-მ გარდაცვალების შემდეგ, ლექსოს წინააღმდეგ შავი კამპანია აწარმოა და საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცემისთვის 4 პირია დაკავებული, თუმცა ჯერ ისევ თავისუფლებაზე არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.
მათ დასჯას მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამ დრომდე ითხოვენ.