ხელი რადგანაც მოწერილი მაქვს, ე.ი ვეთანხმები - დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის პირველი კომენტარი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ექსპერტიზასთან დაკავშირებით.
როგორც გეჯაძემ "მთავარ არხს" უთხრა, ჟურნალისტების შეკითხვებს ხვალ, პირველ საათზე უპასუხებს. იქამდე კი არავითარი განცხადების გაკეთებას არ აპირებს.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა - დასკვნა თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა, შემდეგ კი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ.