რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარს COVID 19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ სანიტარს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ცნობილია, რომ ამის შემდეგ, კორონავირუსზე ტესტირება საავადმყოფოს მედპერსონალს ჩაუტარდა და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 827 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი