გორში ნაცემი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ბიჭი ამ დრომდე კომაშია, - ამის შესახებ "მთავარ არხს" მისმა მკურნალმა ექიმმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინის საკმარისად მძიმე და უხეში დაზიანებები აღენიშნება, დაჟეჟილია თავის ტვინიც.
შეგახსენებთ, რომ საქმეზე მხოლოდ ერთი პირი, მოკრივე გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკია დაკავებული. თუმცა, თვითმხილველების ინფორმაციით, ძალადობაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
საქმე ეხება გორში, გვიან ღამით ახალაგზარდებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. მოკრივე გიორგი კანდელაკის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში „ჟოზეფი“ 18 წლის ახალგაზრდას სასტიკად გაუსწორდნენ.