ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 126 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.