ენგურის ხიდთან დასვენებული ცხედარი - "ჩირო გალსკის" აფხაზეთში გადასვენებას ისევ ვერ ახერხებენ 

გამოქვეყნდა:


მეორე დღეა ოჯახი ვერ ახერხებს ე.წ. კანონიერი ქურდი, ჩირო შონია დაკრძალოს. ცხედარი ოჯახის წევრებთან ერთად ენგურის ცენტრალურ ხიდზე, ოკუპირებული აფხაზეთის მხარესაა გაჩერებული.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცხედრის გადასვენების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ.

ე.წ. აფხაზური მხარე ამტკიცებს, რომ შონია არძინბას ძმის შვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია და სწორედ ამის გამო არ ეძლევათ გადასვენების უფლება.

აფხაზურ მხარეს შეკრებილები არიან ჩირო შონიას მეზობლები, თანასოფლელები და გალში მცხოვრები მისი სამეგობრო.

ე.წ. კანონიერი ქურდის და ისევ ცდილობს სიტუაცია მოაგვაროს, თუმცა უცნობია როდის ან სად დაკრძალავენ ჩირო შონიას.

ამავე თემაზე: 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი