ვინ არის ალექსანდრე გეჯაძე? - ექსპერტ გალინა კარმუშინას ალტერნატიული შეფასება ლაშქარავას ექსპერტიზის შედეგზე

გამოქვეყნდა:

ვინ არის დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე? ლექსო ლაშქარავას საქმე არაა ერთადერთი, სადაც მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნებს აჩენს. გეჯაძე დამოუკიდებელ ექსპერტად მონაწილეობდა გიორგი შაქარაშვილის საქმეშიც და მთელი გამოძიების პროცესში შსს-სა და პროკურატურის ვერსიის გამხმოვანებელი იყო.

ასევე წლების წინ ინტერნეტში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომლითაც პირდაპირ დასტურდებოდა მისი პროკურატურასთან თანამშრომლობა და  კონკრეტულ საქმეზე საგამოძიებო უწყების სასარგებლო დასკვნის გაცემა.

მაყურებელს ახსოვს რამდენიმე წლის წინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერიც, რომელშიც  ერთ-ერთი პირი ურეკავს ექსპერტს პროკურორის სახელით და სთხოვს "საქმის ისე დალაგებას", როგორც ეს ბრალდების მხარეს სჭირდება, რაზეც ექსპერტი გეჯაძე უპრობლემოდ თანხმდება.

"მთავარმა" ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნაზე ალტერნატიული აზრის გასაგებად, დამოუკიდებელ ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართა. ვთხოვეთ შეეფასებინა ის, რაც ეწერა დოკუმენტში.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი პირდაპირ გვეუბნება რომ იმ დოკუმენტით, რომელიც ჯერ მედიაში გავრცელდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდეს გარდაცვლილის ოჯახს, შეუძლებელია დასკვნის გამოტანა რომ გარდაცვალების მიზეზი არის ნარკოტიკებით ზედოზირება.

კარმუშინას თქმით, ვინაიდან იქ წარმოდგენილია მხოლოდ ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები და არ არის  ქსოვილების ნიმუშების მორფოლოგიური კვლევა და ასევე შეუძლებელია სრული სურათის დანახვა, რადგან ექსპერტიზის პასუხს არ აქვს თანდართული ის კლინიკური მონაცემები, რომლებიც ლექსო ლაშქარავას სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დროს იყო ჩატარებული.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი