პანდემიის დაწყებიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 150, 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემებით, შაბათს, 8 იანვარს ქვეყანაში ვირუსით 313 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში ბრიტანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 150,057-მდე გაიზარდა.
აშშ-ს, ბრაზილიის, ინდოეთის, რუსეთის, მექსიკასა და პერუს შემდეგ, ბრიტანეთი მეშვიდე ქვეყანაა, სადაც კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა 150,000-ს გადააჭარბა.
ბრიტანეთში, 8 იანვარს, ომიკრონის გავრცელების ფონზე კორონავირუსის 146,390 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.