დადასტურებული შემთხვევების 10% ომიკრონის შტამია - ეპიდვითარება ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 10% „ომიკრონის“ შტამია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, მომდევნო დღეებში ომიკრონის შემთხვევები მოიმატებს.

ncdc-ს ინფორმაციით, საქართველოში ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული 600 შემთხვევაა დაფიქსირებული და დინამიკა მზარდია.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 842 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი.

ავტორი: ნატა ლეჟავა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი