"მოკლულია და მოყვანილი აქ... სისხლი არ იყო იქ" - ბურუსით მოცული სიკვდილის საქმე მუხროვანში

გამოქვეყნდა:

მუხროვანში, ხეზე მიბმული კაცის ცხედარი პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაასვენა. ადგილობრივებმა გარდაცვლილი კაცი გამთენიისას ნახეს, მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი, თუმცა ადგილზე სისხლის კვალი არ იყო.

სოფელში მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ კაცი მოკლულია და შემდეგ ადგილზე მიყვანილი.

"ეგ მოკლულია და აქ უკვე მოყვანილი, თუ თავი მოიკლა სისხლი რატო არ იყო, ერთი წვეთი სისხლი არ იყო. თოკი იყო ჩამობმული, ერთი ხელი თოკზე ჰონდა ჩამოდებული, მეორე ჯიბეში, შორიახლოდან რომ შევხედეთ, ვენები ჰქონდა გადაჭრილი. შეიძლება სადღაც დაკვეთილი იყო ეს მკვლელობა, და აქ იმის მიზნით მოიყვანეს, რომ ხალხს ენახა, მხეცს არ დაეგლიჯა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასწრაფოს თქმით მათი მისვლის დროს კაცი უკვე 4-5 საათის გარდაცვლილი იყო.

მათივე თქმით, ხეზე სადაც კაცი ნახეს იყო დანაც. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი