საქართველოში კორონავირუსის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 31 ადამიანი, 1 085 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 25 745 კვლევა, აქედან 15 240 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 10 505 PCR-ით. 9 იანვარს აიცრა 1 899 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 11,47%-ია, ბოლო 14 დღის - 7,76%-ია, 7 დღის - 9,57%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 962 827 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 913 528 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 218 კი გარდაიცვალა.