ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები საქმეში ნაფიც მსაჯულთა ჩართვაზე უარს ამბობენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართა. 

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. დაცვის მხარემ საქმიდან რამდენიმე მტკიცებულების ამოღების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე საქმეში ნაფიც მსაჯულთა ჩართვაზე უარს ამბობენ. 

შემდეგი სხდომა 18 იანვარს, 11:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

ცნობისთვის, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია თბილისში, 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა. 

მკვლელობის საქმეზე ბრალდებული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე,  პოლიციამ წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი