
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი დაიწყო.
პროცესზე მხარეები რეპლიკებით წარდგებიან, ხოლო ამის შემდეგ ბრალდებულები დასკვნით სიტყვას იტყვიან.
სასამართლომ შესაძლოა, გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს, ან გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ჩანიშნოს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.