მეექსვე ტალღის აღმავალ ნიშნულზე ვართ, ომიკრონის გავრცელება 45%-ის ფარგლებშია - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

"მეექვსე ტალღის, უკვე შეიძლება ითქვას, აღმავალ ნიშნულზე ვართ, ანუ თანდათან ძლიერდება ცირკულაცია ახალი შტამის ქვეყანაში. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ გადავხედეთ ყველა მონაცემს, რომელიც არის ლაბორატორიულად დადასტურებული ქვეყანაში, ასევე, ვიანგარიშეთ საეჭვო შემთხვევებიდან, რამდენი დასტურდება "ომიკრონზე" და იმის მიხედვით ჩამოვყალიბდით, რომ დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი, ყველა დადებით შემთხვევაში "ომიკრონის" არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში, 30% არის რეგიონებში, და 60% გახლავთ თბილისში. გაშუალებული პროცენტი ომირკონისა არის დაახლოებით 45% და რაც მთავარია, ის არის მზარდი". 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი