კორონავირუსით კიდევ 2 ორსული გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით საქართველოში კიდევ ორი ორსული გარდაიცვალა. პაციენტები 31 და 36 წლისანი იყვნენ. 

ერთი მათგანი თბილისში, საკეისრო კვეთის შემდეგ დაიღუპა, მეორე გარდაცვალების შემთხვევა კი ქუთაისში დადასტურდა. ორივე ქალს 3-3 შვილი დარჩა.

"3 იანვარს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, საკეისრო კვეთის შემდეგ გადმოყვანილ იქნა რეანიმაციულ დეპარტამენტში, მზრდი სუნთქვის უკმარისობის გამო, შემოსვლისთანავე გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და დაზიანება იყო 23 ქულა, ფილტვის ვირუსული დაზიანება ჰქონდა, სამწუხაროდ 10-ში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი", - ამბობს ბოკერიას კლინიკის ექიმი დავით ლალიაშვილი.

პედიატრი მაია ჩხაიძე ამბობს, რომ კლინიკაში მყოფი პაციენტების 2/3 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ეპიდემიოლოგები ორსულებს ურჩევენ, ბუსტერ დოზები გაიკეთონ და მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი