მამუკა ხაზარაძე სასამართლო სხდომის დარბაზში დააბრუნეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პროცესი გრძელდება. ცოტა ხნის წინ დარბაზში ერთ-ერთი ბრალდებული მამუკა ხაზარაძე დააბრუნეს, რომელიც მანამდე მოსამართლემ ხმაურის გამო სხდომიდან გააძევა.

მისი სხდომაზე დაშვების შუამდგომლობა ადვოკატებმა დააყენეს, რაც მოსამართლე გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა.

ამ წუთებში სხდომაზე ბრალდებულები გამოდიან დასკვნითი სიტყვით. 

მოსამართლემ შესაძლოა, გადაწყვეტილება დღესვე მიიღოს ან დანიშნოს თარიღი, როდესაც საბოლოოდ განაჩენს გამოაცხადებს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი