დაპირისპირება აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან - კაცმა მესაზღვრეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან, მოქალაქემ მესაზღვრე პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაპირისპირების მიზეზად მესაზღვრის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა სახელდება. 

მესაზღვრე-პოლიციელმა გიორგი ტაბატაძემ, სასაზღვრო ზოლთან, იქ, სადაც გადაადგილება მხოლოდ საშვითაა დაშვებული, მოქალაქე თორნიკე კუსიანს გადაადგილების გასაგრძელებლად საშვის წარდგენა მოსთხოვა, რა დროსაც კუსიანმა მას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ, ფიზიკური შერაცხყოფა მიაყენა.

კუსიანი ამ დროისთვის დაკავებულია და ლაგოდეხის პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება 353- ე მუხლით დაიწყო, რაც ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობასა და მუქარას გულისხმობს და სასჯელის სახედ 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი