საქართველოში ეპიდვითარება სულ უფრო მძიმდება. 5000 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა - ეს მხოლოდ ბოლო 24 საათის მონაცემებია, რომელიც უახლოეს დღეებში შესაძლო დრამატულად შეიცვალოს.
ის, რასაც ექსპერტები პროგნოზირებდნენ უკვე რეალობაა და ხელისუფლების სწორად რეაგირებას მოითხოვს, თუმცა პანდემიის დაწყებიდან იცვლება მხოლოდ სტატისტიკა და არა მთავრობის მიდგომა ეპიდვითარების მართვასთან დაკავშირებით. კორონავირუსის ახალი ტალღისთვის საქართველო ისევ მოუმზადებელია.
პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე, ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს შორის ყველაზე სახიფათოდ სპეციალისტები ჯანდაცვის ახალი მინისტრის გადაწყვეტილებას ასახელებენ. შეზღუდვების გაუქმების, ჩავარდნილი ვაქცინაციისა ფონზე სწრაფად გავრცელებადი ომიკორონის ფონზე მცირდება კოვიდპაციენტების მიმღები კლინიკების რიცხვი და საწოლების რაოდენობა.
ვირუსის გავრცელების კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სავარაუდოდ სასწავლო პროცესის განახლება გახდება. თუმცა მომატებული რისკის მიუხედავად ზურაბ აზარაშვილი რეკომენდაციების გადახედვას არ აპირებს.
იხილეთ ასევე: