პრეზერვატივების წარმოება განახლებულია | "აიისა" სასამართლო დავას განაგრძობს და მანანა კობახიძის აცილებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პრეზერვატივების წარმოება განახლებულია და კომპანია "აიისა" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავასაც აგრძელებს. ამ ეტაპზე მთავარი მოთხოვნა მოსამართლე მანანა კობახიძის აცილებაა, საფუძველი კი სუს-ის ფარული ჩანაწერებია, რომლებიდანაც კობახიძის სასულიერო პირებთან კავშირი ირკვევა.

აცილების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმის გაუქმებაზე უნდა იმსჯელოს, რაც უკვე გააკეთა სტრასბურგმა, რომელმაც ქართული სასამართლოების გადაწყვეტილების მიუხედავად უფლება მისცა კომპანია "აიისას" რელიგიური შინაარსის შეფუთვით პრეზერვატივების წარმოება გაეგრძელებინა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი