
გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს. რადიო "მოზაიკა" წერს, რომ დაწესებულებიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი რეორგანიზაციის მიზეზით გაუშვეს.
სამმა მათგანმა დახმარებისთვის "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიმართა. ორგანიზაციის იურისტი ამბობს, რომ თანამშრომლებს ბრძანება დღემდე არ ჩაბარებიათ.
"სრულიად მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, მიზეზები არ განუმარტეს და ბრძანებაც არ ჩააბარეს დღემდე. თანამშრომლები არიან 4-8 და 15 წლიანი სტაჟით და არ იციან რატომ გაათავისუფლეს. ჩვენ ჯერჯერობით, მხოლოდ 3-მა თანამშრომლებმა მოგვმართა", - ამბობს ლექსო მერებაშვილი.
იურისტის თქმით, დიდი ალბათობით, საქმე სასამრთლოში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი თვეზე მეტ ხანს გადიოდა მკურნალობას. ის კლინიკაში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 20 ნოემბერს გადაიყვანეს. ექიმებისა და უფლებადამცველების არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც, კლინიკაში მესამე პრეზიდენტის მკურნალობის გაგრძელება აუცილებელი იყო, 30 დეკემბერს ის კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მასთან ციხეში არც პირად ექიმს უშვებენ და არც ალტერნატიული კონსილიუმის წარმომადგენლებს.