
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერი დეპუტატების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. დეპუტატ ბესო ქათამაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა, შალვა თავდიშვილს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები გუშინ, 11 იანვარს აქციაზე დააკავეს, მათ გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას ედავებოდა.
დაცვის მხარის განმარტებით, მათი დაკავება უკანონო იყო და ამისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ისინი პოლიციელებს ცრუ ჩვენებების მიღებაშიც ადანაშაულებენ.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე
იხილეთ ასევე: