ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდმიმღებ ცენტრებსა და საწოლფონდის რაოდენობას ამცირებს. ოფიციალურ წერილში, რომელიც კლინიკებმა მიიღეს, წერია, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია და დროებით პაციენტების მიღებას ვერ შეძლებენ.
"მთავარის" ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ერთი გადაწყვეტილებით კოვიდკლინიკებში 1 500-მდე ადგილი შეამცირა.
"პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ კორონავირუსუსლი დაავდების COVID 19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თქვენს მიერ გაწეული მუშაობისთვის. როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. კოვიდინფიცირების შემთხვევების კლების გამო, გაიზარდა კოვიდის სამართავად მობილიზებული თავისუფალი რაოდენობა. ამასთან, იკვეთება მულტიპროფილური სერვისების აღდგენის საჭიროება, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ თქვენ კლინიკაში შეჩერდება, ახალი კოვიდდადასტურებული შემთხვევების რაოდენობა",- ნათქვამია სამინისტროს გადაწყვეტილებაში.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ომიკრონის გავრცელების ფონზე, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში ეპიდვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში მთავარ პრობლემად კვლავ ვაქცინაციის ტემპი რჩება, რომელიც ამ დრომდე დაბალია.
მათი თქმით, არ არსებობს მონაცემები, თუ როგორი იქნება ომიკრონის გავრცელების მაჩვენებელი ქვეყანაში, რომელიც დაბალი ვაქცინაციის ტემპით გამოირჩევა და როგორ იმოქმედებს მისი გავრცელება ჯანდაცვის სექტორზე.