ომიკრონი ისევ კლავს, ომიკრონი ისევ კლინიკაში მოახვედრებს პაციენტებს და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი რისკია იგივე სამედიცინო პერსონალის სწრაფი დაინფიცირების - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს.
მისი თქმით, პიკური მაჩვენებელი, რომელიც ომიკრონით მიიღწევა და იქნება იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველი ნახევარში, გაზრდის დატვირთვას როგოროც ჰოსპიტალურ, ასევე ამბულატორიულ სექტორზე, რომელიც ძალიან დიდი რისკია სამედიცინო პერსონალის სწრაფი დაინფიცირების.
პიკური მაჩვენებელი, რომელიც ომიკრონით მიიღწევა და ეს იქნება იანვრის ბოლო და თებერვლის პირველი ნახევარი, ისინი საშუალოდ ამბობენ 60 000 შემთხვევა, რეალურად გამოვლენილი სამჯერ ნაკლები, დაახლოებით 15 000-დან 20 000 შემთხვევაზეა საუბარი. თუ კუმულაციურად ჩვენ დაგვიგროვდება პაციენტების რაოდენობა დაგვიგროვდება 10 დღის განმავლობაში 150 000 ადამიანი და მეტი, მათი 5% საკმაოდ ბევრია 7 და 8 ათასი ადამიანი, ამიტომ ჰოსპიტალურ სექტორზე ყველა შემთხვევაში იქნება დატვირთვის გაზრდა და კიდევ უფრო მეტი იქნება ამბულატორიულ ანუ პირველად რგოლზე.
რა თქმა უნდა, ომიკრონი ისევ კლავს, ომიკრონი ისევ კლინიკაში მოახვედრებს პაციენტებს და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი რისკია იგივე სამედიცინო პერსონალის სწრაფი დაინფიცირების, რაც უბრალოდ მუშახელის გამოვარდნის რისკების წინაშე გვაყენებს, რათა პაციენტებს ვერ ექნებათ ადეკვატური დახმარება. - ამბობს კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 973 909 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 919 367 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 311 კი გარდაიცვალა.