საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი, 3 044 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 55 474 კვლევა, აქედან 32 029 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 23 445 PCR-ით. 12 იანვარს აიცრა 9 700 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,6%-ია, ბოლო 14 დღის - 8,86%-ია, 7 დღის - 9,91%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 979 235 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 922 411 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 359 კი გარდაიცვალა.