შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.
ის პოლიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავთან დააკავა. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 1 კილო და 500 გრამი "ჰეროინი" ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.