მეცხრე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 42 წლის ნაზიმ ნაბიევს ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, კაცი სახლიდან 4 იანვარს დილის 9 საათზე გავიდა. მათივე თქმით, ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ფახრათ ყურბანოვთან ჩავიდა, ისინი პირუტყვის შესაძენად კასპის მუნიციპალიტეტში ჩასვლას გეგმავდნენ.
დაკარგულს თან 32 000 ლარი ჰქონდა. ნათესავები ვარაუდობენ, რომ ნაბიევი თანხის გამოა გაუჩინარებული და არ გამორიცხავენ, რომ კაცი ვინმემ გაიტაცა.
დაკარგვის შესახებ ახლობლებმა პოლიციას უკვე შეატყობინეს და ამ დროისათვის ისიც გამოკითხვაზე იმყოფებიან.
ავტორი: ია გულიაშვილი.