თარაშ კანდელაკი ინციდენტის ადგილას მარტო იმყოფებოდა – ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ჩემპიონის შვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - თარაშ კანდელაკს პროკურატურა ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენს, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთი ღონოსძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.

თარაშ კანდელაკი წინასწარი დაკავების იზოლატორში მის ადვოკატს უკვე შეხვდა. შოთა მანელიძე დაკავებულის პოზიციას არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ გარემოებები, რითიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაული დასტურდება, არ არსებობს.

ადვოკატი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე მხოლოდ თარაშ კანდელაკი იმყოფებოდა და გავრცელებული ინფორმაცია, რომ იქ მისი თანმხლები პირებიც იყვნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

მანელიძე ირწმუნება, რომ დაზიანებები თავად დაკავებულსაც აქვს მიღებული და ამას სამხარაულის ექსპერტიზაც ადასტურებს.

არცერთი კონკრეტული ადამიანი, მასთან თანხლები პირი, ბუნებაში არ არსებულა. ინციდენტის ადგილას მარტო იმყოფებდა, - აცხადებს შოთა მანელიძე.

კანდელაკს 18 წლის ერეკლე თედლიაშვილის სხეულის განზრახ დაზიანებას ედავებიან, რომელიც ამ დრომდე კომაშია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი