გუშინდელი რიცხვით, ლაბორატორიულად [ომიკრონის] 1 009 შემთხვევაა დადასტურებული. ჩვენ ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ საეჭვო შემთხვევები შერჩევითად გამოგზავნონ. დაახლოებით აგზავნიან საეჭვო შემთხვევების 10-დან 20%-მდე, ანუ იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და მერყეობს იმ ნიშნებით, როცა ეჭვი მიგვაქვს, შეიძლება თუ არა იყოს ეს ომიკრონი. ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს ასცდა[...]
ცირკულაციაში ომიკრონის რაოდენობა უკვე არის 45%-დან, რასაც ვამბობდით, ზემოთ მიდის და ალბათ ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების.
თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.