
საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
დღევანდელ პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რის გამოც სამშობლოში დაბრუნდა.
გარდა ამისა, პროცესზე პროკურორებმა საქმეზე ბრალდებული ელგუჯა ცომაია დაკითხეს, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარებას ედავებიან. ცომაიამ პროცესზე დეტალურად გაიხსენა, როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და რა მიმართულებებით გადაადგილდნენ მისი კუთვნილი ავტომობილით.
საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი 4 თებერვალს, 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ამავე თემაზე: