სუს-ი მოსასმენ და სათვალთვალო აპარატურას ყიდულობს | უწყება რეპრესიების მორიგი ტალღისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

ახალი, სუპერთანამედროვე ტექნიკა უსაფრთხოების სამსახურისთვის. სუსი 100 000 ლარიან ტენდერს აცხადებს და საკუთარი აგენტურული საქმიანობისთვის მოსასმენ და სათვალთვალო დანადგარებს ყიდულობს.

მაგრამ, ოპოზიციას უჩნდება კითხვები, რისთვის სჭირდება უსაფრთხოებას ეს ტექნოლოგია? ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი გამოცდილებით ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირად საიდუმლო სამსახურად ქცეული უწყება ახლა კიდევ უფრო გააძლიერებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და შანტაჟს.

თავად სუსი თემაზე განმარტებებს არ აკეთებს. უფრო მეტიც, უსაფრთხოებამ მხოლოდ პირობითად დაასახელა კონტრაქტის ღირებულება და შესაძლოა ბიუჯეტს ახალი აღჭურვილობა გაცილებით ძვირი დაუჯდეს.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი