უკუსვლა ყველა მიმართულებით | საქართველო Human Rights Watch-ის ანგარიშში

გამოქვეყნდა:

დემოკრატიის გაძლიერების ნაცვლად უკუსვლა ყველა მიმართულებით. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხირვ არსებულ მდგომარეობას მწვავედ აფასებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტში მოხვდა ყველა ის გახმაურებული ფაქტი, სადაც უხეშად დაირღვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო კრიტიკული მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზა და ზეწოლაზე.

ცალკეა გამოყოფილი 5 ივლისის სისხლიანი ანგარიშსწორება და ლექსო ლაშქარავას საქმე. საერთაშორისო ექსპერტები პირდაპირ წერენ, რომ პოლიცია რადიკალური დაჯგუფებების წინააღმდეგ უმოქმედო იყო. მძიმე დასკვნაში სამართალდამცავი უწყებები არაერთხელ არიან ნახსენები, Human Rights Watch-ს შეფასებით განსაკუთრებით მიუღებელია როდესაც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და ჩადენილი დანაშაულები გამოუძიებელია.

იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი