პირველად სასამართლო დარბაზში 2-თვიანი პაუზის შემდეგ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა დღეს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით გაიმართა. მესამე პრეზიდენტის მიმართვა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ისტორიული პარალელები, მათ შორის ზვიად გამსახურდიას საქმესთან და უმძიმესი რელობა რომელში საქართველო აღმოჩნდა.
სასამართლო დარბაზში ერთად ერთი სივრცეა საიდანაც პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს მართალია ისევ გისოსებს მიღმა, თუმცა საშუალება აქვს ხალხს მიმართოს.
სოწრედ საქართველოს მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი დარბაზიდან გაჟღერებული გზავნილები. სიტყვვა კი მიხეილ სააკაშვილმა მადლობით და ბოდიშით დაიყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების დახმარების ბრალდებით ასევე საბრალდებო სკამზე არიან.
იხილეთ ასევე: