კიდევ 36 გარდაცვლილი და 5 567 ახალი შემთხვევა - 14 იანვრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 36 ადამიანი, 1 661 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 60 753 კვლევა, აქედან 34 092 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 26 661 PCR-ით. 13 იანვარს აიცრა 6 864 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,16%-ია, ბოლო 14 დღის - 9,14%-ია, 7 დღის - 9,84%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 3 479 შემთხვევა;
  • აჭარა - 587;
  • იმერეთი - 434;
  • ქვემო ქართლი - 159;
  • შიდა ქართლი - 254;
  • გურია - 130;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199;
  • კახეთი - 130;
  • მცხეთა-მთიანეთი - 84;
  • სამცხე-ჯავახეთი - 85;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 984 802 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 924 072 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 395 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი