არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. დაცვის მხარე პროკურორის აცილებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ლექსო რაფავამ დაკავების შემდეგ დუმილი პირველად დაარღვია და დაკავების დეტალები მოყვა. ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ 21 ოქტომბრის ღამეს, როცა სახლში ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, სპეცრაზმი შეიჭრა.
მისი თქმით, სპეცრაზმელებმა მათივე მიტანილი ხელყუმბარა კარადაში მოათავსეს, იარაღი საწოლის ქვეშ დადეს და გააფორმეს ისე, თითქოს ეს ნივთები რაფავას ეკუთვნოდა.
"არანაირი მოტივი არ იყო ჩემი აღკვეთის ღონისძიების, სამარცხვინო ფაქტი იყო, თითქოს და მე, ჩემი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს რამე, გადაჭრილი ხელთათმანები და ჩემ კრიმინალურ იმიჯს აპრავებდა სასამართლო პროცესს, რომ დაერწმუნებინა სასამართლო, თითქოს ჯგუფის წევრები მყავდა, შეცდომაში შეჰყავდა სასამართლო. [...] ასეთი მართლმსაჯულება მე არ გამიგია", - თქვა ლექსო რაფავამ.
მომდევნო პროცესი 18 იანვარს ჩაინიშნა.