კიდევ 30 გარდაცვლილი და 5 381 ახალი შემთხვევა - 15 იანვრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, 1 065 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 63 516 კვლევა, აქედან 33 800 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 29 716 PCR-ით. 14 იანვარს აიცრა 5 631 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,47%-ია, ბოლო 14 დღის - 9,24%-ია, 7 დღის - 9,62%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 990 183 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 925 137 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 425 კი გარდაიცვალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი