ასფიქსია თუ არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება - რუსთავში გარდაცვლილი 17 წლის ბიჭი სახლში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

რუსთავის პოლიცია 17 წლის ბიჭის გარდაცვალების გარემოებებს სწავლობს - ირკვევა, რომ არასრულწლოვანი 14 იანვარს, ნაქირავებ ბინაში მეგობრებთან ერთად ძველით ახალ წელს აღნიშნავდა. გამთენიისას ის გარდაცვლილი ნახეს.

მომხდარის სავარაუდო მიზეზად ალკოჰოლით ინტოქსიკაცია სახელდება, თუმცა განიხილება "ზედოზირებით" გამოწვეული ასფიქსიაც.

ადგილობრივების თქმით, 17 წლის ბიჭი წვეულებაზე ცუდად გახდა, გარეთ გავიდა და კორპუსის წინ გონება დაკარგა. მეზობლები სხვა ვერსიაზეც საუბრობენ - მათი თქმით, ბავშვს დაზიანებები ჰქონდა, ისინი არ გამორიცხავენ, რომ წვეულებაზე დაპირისპირება მომხდარიყო. 

"როგორც ჩანს ფიზიკური დაზიანებები აქვს, მეუღლემ თქვა რომ დაბლა რაღაც ჩოჩქოლი იყო, იჩხუბესო. ვარაუდი იყო, რომ არა ის რომ ნარკოტიკებისგან იყო ცუდად, არამედ იჩხუბეს და რაღაც დაემართა. ბავშვებმა თქვეს, რატომ აქვს მაშინ ჭრილობაო", - ამბობს ადგილობრივი.

გარდაცვლილი ექსპერტიზიდან სახლში უკვე გადაასვენეს. ოჯახში ამბობენ, რომ ბავშვს დაზიანებები არ აქვს.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი